ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს - გომელაური

24.08.22 20:59
ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს - გომელაური

 შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ხანძრის დასახლებულ პუნქტებზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ვახტანგ გომალაურის თქმით,  ბორჯომში ცეცხლის კერების გავრცელების არეალმა შედარებით დაიკლო: 

ავიაციას 3 თვითმფრინავი დაემატა და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს - თურქულ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მნიშვნელოვნად შეეტყო კიდეც. დღეს ქარი იყო და ვერტმფრენებს უჭირდათ ძალიან. რამდენიმე საათი დილით იმუშავეს, თუმცა ქარში ვეღარ მუშაობდნენ. აქედან გამომდინარე ავიაციამ მაქსიმალურად მაღალ დონეზე იმუშავა და შედეგიც სახეზეა. შედარებით დაიკლო ცეცხლის კერებმა. 

წითელ ზონას არ გასცდენია შემიძლია ვთქვა, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს იქ ცეცხლი გადასული იყო და ახალ-ახალი კერები იყო.  ცეცხლის მოსახლეობაზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს, თუ რაღაცა სასწაული არ მოხდა, ქარიშხალი არ ამოვარდა და უბედურება,“ - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები