რაჭაში, სოფელ ძირაგეულში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
სოფელ ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია. რაჭა-ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ინფორმაციით, რამდენიმე კერაზე დაიწვა ბალახი და ეკალ-ბარდები.
მისივე ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ძირაგეულში ხანძარი ლიკვიდირებულია. წიწვოვანი ტყის მიმდებარედ რამდენიმე კერაზე დაიწვა ბალახი, ბუჩქები, ეკალ-ბარდი და მცირე ზომის ხეები დაახლოებით 8 ჰა-ზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა"- წერს ენუქიძე.