ძლიერი დაკვამლიანების გამო ავიაციამ მუშაობა შეაჩერა - ბოლო ცნობები სტიქიის ეპიცენტრიდან

25.08.22 11:11
ძლიერი დაკვამლიანების გამო ავიაციამ მუშაობა შეაჩერა - ბოლო ცნობები სტიქიის ეპიცენტრიდან

ბორჯომში ავიაციამ მუშაობა შეაჩერა. ძლიერი დაკვამლიანების გამო ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია. სასაზღვრო პოლიციის ოთხი ვერტმფრენი ახლა სპეციალურ სადგომზეა გაჩერებული.

პილოტებმა ჯერ არ იციან შეძლებენ თუ არა დღეს სამუშაოების განახლებას. მთელი ხეობა პრაქტიკულად კვამლშია გახვეული. 

ცეცხლი ფიჭვნარზე გადავიდა. ხანძრის კერამდე მისვლა რთული რელიეფის გამო შეუძლებელია ახალციხეშიც. ჯარი სპეციალურ თხრილებს აკეთებს, რომ ცეცხლის გავრცელების მასშტაბი შეაჩერონ. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ რეაგირება დააგვიანა.

"ხანძარი სერიოზულადაა მოდებული უკვე. შეეძლოთ თავის დროზე ზომები მიეღოთ. დღეს როგორც არის დაკვამლიანება ქვაბისხევში ასე არ ყოფილა". - ამბობს ადგილობრივი.
 


 

მსგავსი სიახლეები