სტრასბურგში დავამტკიცებთ სიმართლეს! - სოსო გოგაშვილის ოჯახი ახალ სამართლებრივ ბრძოლას იწყებს
სოსო გოგაშვილის ოჯახს სამართლიანი გამოძების იმედი არ აქვთ, ამიტომაც, ნინი გოგაშვილის თქმით, გადაწყვიტეს საქმე სტრასბურგში წაიღონ, რათა დაამტკიცონ, რომ გოგაშვილსა და გომელაურს შორის ნამდვილად შედგა საშხაპეში სატელეფონო საუბარი.
„ვაპირებთ ბრძოლა გავაგრძელოთ სტრასბურგში. მათ გაანადგურეს ჩანაწერები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ვერასდროს ვნახავთ იმ ფაქტებს, თუ როგორ გაჰყავთ სოსო გოგაშვილი საშხაპეში. დარწმუნებული ვარ ისინი სატელეფონო ანძების მეშვეობით გაანადგურებენ მტკიცებულებებს, როდესაც ვახტანგ გომელაურმა რამდენჯერმე დაურეკა გოგაშვილს საშხეპში და ნებისმიერი მტკიცებულება, რაც არსებობს ამ საქმეში განადგურებული იქნება მათ მიერ, რომ საზოგადოებამ ვერასდროს ვერ გაიგონ სიმართლე ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ სტრასბურგში დავამტკიცებთ სიმართლეს, გავიმარჯვებთ და საზოგადოება ნამდვილად შეიტყობს სიმართლეს“.- ამბობს ნინი გოგაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სოსო გოგაშვილმა განაცხადა, რომ ის 4-ჯერ გაიყვანეს საკნიდან საშხაპეში, სადაც მასა და შსს-ს მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც, სუს-ის ყოფილი შეფის თქმით, ადგილი ჰქონდა მუქარას ვახტანგ გომელაურის მხრიდან.