ადვოკატები, გოგაშვილის საქმეზე გრიფის ნაწილობრივ მოხსნას ითხოვენ
გოგაშვილის ადვოკატები სტრასბურგში მიდიან. ყოფილი თანაგუნდელები ერთმაენთს ევროსასამართლოს დარბაზში შეხვდებიან.
სოსო გოგაშვილის მოთხოვნაა ამოიღონ სატელეფონო ანძების ამონაწერები, რაც დაადასტურებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პატიმარს შორის სატელეფონო საუბარი ციხეში ნამდვილად შედგა.
გარდა სამეთვალყურეო ვიდეო-მასალებისა გვაქვს სხვა მტკიცებულებაც, საუბარია, ტელეფონის ნომრებზე, რომელი ტელეფონის ნომრიდან განხორციელდა ზარი, როლითაც სოსო გოგაშვილი ესაუბრებოდა შსს- მინისტრს. თქვენ იცით, რომ აუცილებლად უნდა იყოს ზარების ანძს ჩანაწერები, თუ რომელმა ანძამ დააფიქსირა საუბრის სიხშირე. გამოძების მიერ, ეს ინფორმაცია აუცილებლად უნდა იქნას ამოღებული.ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ ან ინფორმაციასაც გამოძება ვერ მოიპოვებს. მიგვაჩნია, რომ სტრასბურგში ჩვენ მივაღწევთ შედეგს“ - ამბობს ადვოკატი.
ადვოკატები კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ გოგაშვილის საქმეს გრიფი აქვს დადებული და უფლებადამცველები გრიფის ნაწილობრივ მოხსნას ითხოვენ, რათა საქმის მასალებზე წვდომა ჰქონდეს.
უფლებადამცველები ამბობენ, რომ ადვოკატების დაცვის უფლების შეზღუდვა ევროკონვენციის დარღვევაა.
კოკა კაციტაძის უწყებას სკანდალური ვიდეომასალის აორთქლებასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია და არც ის უთქვამს აპირებს თუ არა მოკვლევის დაწყებას.