ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 183%-ით გაიზარდა
ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 183%-ით გაიზარდა - საგანგაშო მონაცემებს ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტო (EUAA) ავრცელებს.
ირკვევა, რომ 2022 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფარი საქართველოს 8 075 მოქალაქემ მოითხოვა, ეს რიცხვი წინა წელთან შედარებით, 183%-ით არის გაზრდილი.
2022 წლის პირველ კვარტალში თავშესაფრის თაობაზე საქართველოს მოქალაქეების განცხადებები უმეტესად სამმა ქვეყანამ მიიღო: საფრანგეთი (2 725 განაცხადი); გერმანია (2 455 განაცხადი) და იტალია (1 100 განაცხადი).
2022 წელს გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ირლანდიასა (420 განაცხადი) და ბელგიაში (315).
ანგარიშში წერია, რომ მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში ირალანდიაში საქართველოს მოქალაქეების განაცხადი თავშესაფრის მიღებაზე წინა წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. შედეგად, ირლანდია მიღებული განაცხადების კუთხით მეოთხე ქვეყანა გახდა.
EUAA წერს, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე.
ქვეყანაში გაიზარდა რუსეთის, ბელარუსისა და უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა, რამაც თბილისში ბინის ქირის ფასების ზრდა გამოიწვია და 2022 წლის მაისში ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
ამის პარალელურად, ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ივნისში წლიური ინფლაცია ქვეყანაში 13%-მდე გაიზარდა, უმუშევრობის დონემ კი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 19% შეადგინა.