სპეცოპერაცია ავლაბრის სასახლესთან - დაკავებულია 34 წლის კაცი

25.08.22 12:57
სპეცოპერაცია ავლაბრის სასახლესთან - დაკავებულია 34 წლის კაცი

სპეცოპერაცია თბილისის ცენტრში - არსებული ინფორმაციით, დაკავებულია ნარკორეალიზატორი. სპეცოპერაცია სულ რამდენიმე წუთის წინ, ავლაბრის სასახლესთან ჩატარდა. 34 წლის ჯაბა ჭრიკიშვილს ხელ-ბორკილები კრიმინალურმა პოლიციამ საცხოვრებელ სახლთან, ქუჩაში დაადო.

"პირველების" ინფორმაციით, ნარკორეალიზაციის გარდა, ახალგაზრდა კაცს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან სავარაუდო კავშირსაც ედავებიან. 

დაკავებული ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მას ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია. 

მისი თქმით, ჯარის მეგობარს, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტს, "ხონსკის" უნდა შეხვედროდა, რა დროსაც პოლიციამ დააკავა. ირკვევა, რომ ჭრიკიშვილი წარსულშიც ნასამართლევია. 

 

მსგავსი სიახლეები