ანაკლიაში ქვიშის ქარმა პრობლემები შექმნა - დამსვენებლები შველას ითხოვენ

25.08.22 14:13
ანაკლიაში ქვიშის ქარმა პრობლემები შექმნა - დამსვენებლები შველას ითხოვენ

ანაკლიაში ქვიშის ქარმა პრობლემები შექმნა - ზღვისპირეთში ხილვადობა გართულებულია, რის გამოც მოსახლეობას გადადგილება უჭირს. 

ადგილობივების თქმით, ქუჩებში ყველაფერი ნაცრისფერი ხდება და ეზოში ყოფნა შეუძლებელი ხდება, უჭირთ სუნთქვაც. მოსახლეობამ დახმარებით არა ერთხელ მიმართა ხელისუფლებას თუმცა უშედეგოდ. პორტის მიმდებარე ტერიტორია ეკონომიკოს სამინისტროს ბალანსზეა. თავის დროზე პორტის მშენებლობისთვის, აღნიშნულ ტერიტორიაზე 5 მილიონი კუბი ქვიშა ზღვის ფსკერიდან ამოიღეს და ამ ქვიშით 60 ჰექტარი ჭაობი დაფარეს. ახლა მშენებლობა გაურკვეველი ვადითაა შეჩერებული. ანაკლია კი ყოველი ქარის ამოვარდნისას ქვიშის მტვერში ეხვევა.

მსგავსი სიახლეები