„რთულად მისადგომ რელიეფზე სახანძრო მაგისტრალები გაიშალა" - ახალი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

25.08.22 14:41
„რთულად მისადგომ რელიეფზე სახანძრო მაგისტრალები  გაიშალა" - ახალი ინფორმაცია სტიქიის ზონიდან

„რთულად მისადგომ რელიეფზე სახანძრო მაგისტრალები  გაიშალა" - ახალი ინფორმაციას სტიქიის ზონიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

საგანგებოს თქმით, ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.

„რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები.

სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები“. - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ასევე ირწმუნება, რომ, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე, პრევენციის მიზნით, ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაო ხორციელდება. 

უწყების თქმით, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა.

მსგავსი სიახლეები