მძიმედ დაჭრილი პატიმარი, გურამ სვანიძე გარდაიცვალა
"პირველების" ინფორმაციით, მძიმედ დაჭრილი პატიმარი კლინიკაში გარდაიცავალა. ექიმები 28 წლის გურამ სვანიძის გადარჩენას ერთი კვირის მანძილზე ცდილობდნენ.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს სვანიძემ ციხის ბადრაგს ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და თავის არეში დაზიანება მიიყენა.
ამ საქმეზე პენიტენციურის თანამშრომელი, ესკორტის ოფიცერი, ვალერი გოზალიშვილი 22 აგვისტოს დააკავეს. გამოძიება სამსახუროებრივი გულგრილობის ფაქტზე მიმდინარეობს. ესკორტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.