სექსუალური ძალადობა 11 წლის ბიჭზე - გაუპატიურების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს
სექსუალური ძალადობა 11 წლის ბიჭზე - ბათუმში მომხდარ საზარელ ფაქტზე, ახალგაზრდა კაცია დაკავებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებულის დედის მეგობარი კაცის შვილია.
დაკავებულის უფლებადამცველი "ტვ პირველის" კითხვებს არ პასუხობს. უცნობია, აღიარებს თუ არა დანაშაულს დაკავებული.
საზარელი ინფორმაცია თავდაპირველად TV 25.GE-მ გაავრცელა.