საფრთხის წინაშეა სლესის ციხე - მეხანძრე-მაშველები ისტორიულ ძეგლთან არიან მობილიზებული
ხანძარი ბორჯომის ხეობაში ახალციხის ცენტრალურ მაგისტრალს უახლოვდება. ცეცხლი ტყიდან სათიბ ტერიტორიებზე გადავიდა და ხმელ ბალახზე გავრცელდა.
სტიქიის მასშტაბი ყოველწუთიერად იზრდება.
საფრთხის წინაშეა სლესის ციხე. მეხანძრე მაშველები ახლა ისტორიულ ძეგლნთან არიან მობილიზებული.
ხანძარი რთულად მისადგომ ტერიტორიაზეც მძვინვარებს.
სულ ცოტახნის წინ კი 112-ში სასწრაფო შეტყობინება შევიდა, ცეცხლის ახალი კერა გაჩნდა ადიგენის ტყეშიც.