ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დაკავებულია
ტელეკომპანია "ფორმულას" გადამღებ ჯგუფზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაცია და კადრები სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა რამდენიმე წუთის გაავრცელა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.
ფორმულას გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ჩართვის დროს თავს გუშინ დაესხნენ.