9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა იწურება - ბესიკ თამლიანის პროცესი ხვალ გაიმართება
ხვალ, 26 აგვისტოს, საქალაქო სამართლოში კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვაა ჩანიშნული. პროკურატურა სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანისთვის გირაოს დაკისრებას ითხოვს. ცნობილია თამლიანის პოზიციაც, ის ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
ამასთან, 9 თვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ორშაბათს იწურება, ამიტომ მოსამართლემ გადაწყვეტილება ხვალ უნდა გამოაცხადოს.
პროცესი 14 საათზეა ჩანიშნული.
თამლიანი 29 ნოემბერს მიხიელ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს. მას გომალურის უწყება პოლიციელზე თავდასხმას ედავება.