ხანძარი ბორჯომის ხეობაში - უმძიმესი კადრები სტიქიის ზონიდან (ვიდეო)
უმძიმესი კადრები სტიქიის ზონიდან - ასე გამოიყურება ცეცხლისგან განადგურებული ბორჯომის ხეობა. იწვიას უნიკალური ბუნება. უკვე გადამწვარ ტყეების კი ყოველდღიურად ხანძრის ახალი კერები ემატება.
ხანძრის მასშტაბები იზრდება და ახალ ტერიტორიებს იკავებს. ცეცხლი უკვე მაგისტრალთან მივიდა. საფრთხეშია ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი. ამ დროისთვის განსაკუთრებული მობილიზებაა "ბაქო თბილისი ჯეიჰანის" ნავთობმაგისტრალის ჩამკეტ სადგურთან, სადაც მთელი დღის განმავლობაში თხრილებს აკეთებდნენ. თხრილები რამდენიმე კილომეტრზეა გაყვანილი, რომ სტიქია სადგურს არ მიუახლოვდეს. ცეცხლი მილსადენიდან ორ კილომეტრშია. მილსადენთან ერთად საფრთხეშია ისტორიული ძეგლიც.
სლესის ციხე ცეცხლის ალყაშია. მაშველი მეხანძრეები თოხებით და ბარებით ცდილობენ ისტორიული ძეგლის გადარჩენას. ავიაცია მხოლოდ იმ დროს მუშაობს, როდესაც ამინდი აძლევს ხელს. ქარის გამო ვერტმფრენები დღეს მაშველებს ვერ ეხმარებოდნენ. სტიქიის გარშემო მდებარე სოფლებში კი ისეთი დაკვამლიანებაა, რომ მოსახლეობას სუნთქვა უჭირს. ყოველდღიურად ხანძრის ახალი კერები ჩნდება. დღეის მონაცემებით წიწვოვანი ტყეები 11 კილომეტრის მანძილზე იწვის.