ბორჯომის ხეობა ისევ იწვის - ტყეში ცეცხლის ახალი კერები გაღვივდა
ბორჯომის ხეობა ისევ კვამლშია გახვეული. ტყეში ცეცხლის ახალი კერები გაღვივდა. ხანძარსაწინააღმდეგო სამუშოაბეშ ავიაციაც ჩაერთო, თუმცა ვითარება ამ დრომდე მძიმეა.
პარალელურად, ხანძრის ჩქარობას დილიდან შიშველი ხელებით ცდილობენ მაშველები, ცოცხალი ძალა და სამხედროები.
ქვაბისხევის მოსახლეობა პანიკაშია. ცეცლის სოფელს უახლოვდება. ძლიერი დაკვამლიანების გამო ხალხს სუნტქვა უჭირს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხანძრის ჩაქრობის პროცესშ ავიაცია პირველივე დღეებშუნდა ჩართულიყო.
დავიტანჯეთ, ცოდოა, ტყე მენანება, ვტირით. სანთლებს ვანთებთ, იქნებ წვიმა გაჩნდეს, რომ ეშევლოს რამე სოფელს... საცოდაობაა, შვილო... , - ამბობს ადგილობრივი.
შსს-მ გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაიც უწყებოდა, რომ ცეცხლის უმეტესი კერები ლიკვიდირებულია, თუმცა დღეს დილიდან ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.
ტყე ბორჯომის ხეობაში უკვე მე-8 დღეა იწვის.