"დაასანქცირეთ - კლავს!" - თბილისის ქუჩები ახალი ბანერებით აჭრელდა
"დაასანქცირეთ - კლავს!" - თბილისის ქუჩები ახალი ბანერებით აჭრელდა. სამოქალაქო აქტივისტები ბიძინა ივანიშვილის და სხვა ოლიგაქრების დასანქცირებას მოითხოვენ. პლაკა-ტებზე ივანიშვილის და მისი მხარდამჭერი მინიოლიგარქების, უჩა მამაცაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის, ოთარ ფარცხალაძის და დავით ხიდაშელისს სურათებია გამოსახული.
"ანტიკორუფციული მოძრაობის" ლიდერები მიიჩნევენ, რომ ქვეყნის იმიჯის გადასარჩენად ერთადერთი გამოსავალი ოლიგარქის იზოლაციაა.
დღისით გაკრულ ბანერებს, ღამით უცნობი პირები ხევენ.
ეს არის პასუხი გუშნდელი ანტიუკრაინული და შესაბამისად, პრორუსული სტიკერების გაკკვრის, რომელიც სატელიტი ჯგუფების მხრიდან მოხდა. ანტოკორუფციული მოძრაობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პლაკატებზე ჩამოხევენ, აუცილებლად გააგრძელებს სხვა საწინააღმდეგო კამპანიას, ეს იქნება წარწერებით თუ პლაკატების გაკვრით, - ამბობს მოძრაობის ლიდერი ტიტე გედენიძე.