დაჭრილი პატიმრის საქმე - გარდაცვლილის ოჯახს ექსპერტიზის არ სჯერა
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი გამოძიებას ისევ არ ენდობა. გურამ სვანიძის ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
სვანიძეები ითხოვდნენ ბალისტიკურ ექსპერტიზასაც, თუმცა გამომძიებლებმა უარი უთხრეს.
„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ ჩაეტარებინათ ბალისტიკური ექსპერტიზაც და მივიყვანეთ ჩვენი ექსპერტი. დასწრებით დაასწრეს, მაგრამ გვითხრეს, რომ ბალისტიკურ ექსპერტიზას არავითარ შემთხვევაში არ ჩავატარებთო“. - ამბობს გარდაცვლილი პატიმრის ბიძა.
სვანიძეების ადვოკატმა ვიდეო ჩანაწერების სრულად გამოთხოვის თაობაზე სპეციალურ საგამოძებო სამსახურს უკვე მიმართა. ამ ჩანაწერებში, წესით, დეტალურად უნდა იყოს ასახული ყველა მომენტი, პატიმრის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში შეყვანიდან საბედისწერო მომენტამდე.
ოჯახის მთავარი მოთხოვნაა, დადგინდეს იარაღის ტიპი და გასროლის ტრაექტორია.