მოსამართლემ ბესიკ თამლიანი 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

26.08.22 15:04
მოსამართლემ ბესიკ თამლიანი 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

 სამოქალაქო აქტივისტი ბესიკ თამლიანი 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათვაისუფლეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. თამლიანთან ერთად პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილიც.

დღევანდელ სასამართლო პროცესს ბესიკ თამლიანი პროტესტის ნიშნად არ ესწრებოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე გახლდათ, ფაქტობრივად 9 თვიანი პატიმრობის მიწურული და მოსამართლე, ზოგადად, სამამართლო ვალდებულია,რომ გადასინჯოს თავისივე ინიციატივით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა და შეუცვალოს ან ნაკლებად მკაცირ აღვეთის ღონისძიებით ან საერთოდ გააუქმოს აღკვეთის ღონისძიება, ბესიკ თამლიანი აცხადებდა კატეგორიულ უარს, რომ მის მიმართ გამოყენებულიყო აღკევთის ღონისძების სახით ნაკლებად მძიმე ღონისძების სახით გირაო. მიუხედავად ჩვენი პოზიციისა, რომ მის მიმართ არ ყოფილიყო გამოყენებული გირაო, სამხურადო, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა და შეუცვალა პატიმორბა ნაკლებად მკაცირ აღკვეთის ღონისძებით, - ამობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე. 

შეგახსენებთ, რომ ბესიკ თამლიანი სამართალდამცავებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე მესამე პრეზიდენტის გამოსახულებით პლაკატის გაშლის და უკრაინის დროშის აფრიელების გამო დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები