მჭედლიშვილს ვუთხარი, ჩემს ქმართან არ შეხვიდე-თქო, შეშინებული მიყურებდა... მაინც შევიდა - გოგაშვილის ცოლი

26.08.22 15:32
მჭედლიშვილს ვუთხარი, ჩემს ქმართან არ შეხვიდე-თქო, შეშინებული მიყურებდა... მაინც შევიდა - გოგაშვილის ცოლი

სოსო გოგაშვილის ცოლი ადასტურებს, რომ მათ სახლში დიმიტრი მჭედლიშვილი ნამდვილად მივიდა, მიუტანა კონტრაქტიც და ხელიც მოაწერინა.

„დიმიტრი მჭედლიშვილი იყო ჩემთან მოსული ოჯახში და გამაფორმებინა ხელშეკრულება. ის უნდა შესულიყო ჩემს მეუღლესთან ციხეში და უნდა გადაეცა ვახტანგ გომელაურის დანაბარები. თუ ჰონორარზე ვერ შევთანხმდით, რატომ მოვიდა ის ჩემს ოჯახში და რატო მომაწერინა ხელშეკრულებაზე ხელი? შეშინებული მიყურებდა, ჩანთა ხელიდან არ გაუგდია ისე ჰქონდა ჩაბოჭილი. ვუთხარი,რომ ჩემი ადვოკატების გარეშე არ შეხვიდე-თქო, მაგრამ ის მაინც შევიდა და რატო გააკეთა ეს, უკვე ცხადია“. - ამბობს თია მარტყოფლიშვილი.

გოგაშვილები ამბობობენ, რომ მათ აქვთ კამერების ჩანაწერებიც.

შეხვედრის ვიდეო მტკიცებულებები სწორედ ვიცე პოლკოვნიკის სახლში ინახება.

შეგახსენებთ, რომ დღეს სუს-ის ყოფილმა შეფმა ციხიდან მორიგი წერილი გაავრცელა, სადაც მის მესამე ადვოკატზე, დიმიტრი მჭედლიშვილზე თქვა, რომ ის ვახტანგ გომელაურმა მიუგზავნა.
 

მსგავსი სიახლეები