ჯიშკარიანი კატეგორიულად მოითხოვს, დაუყოვნებლივ გაიცეს ლიცენზიები უცხოელი ექიმებისთვის
გასცა თუ არა ლიცენზია რეგულირების სააგენტომ ორ უცხოელი ექსპერტისთვის - ადვოკატები და დამოუკიდებელი კონსილიუმის წევრები ურთიერთგამომრციხავ განცხადებებს აკეთებენ.
ცენტრი „ემპათია“ ამბობს, რომ მათ ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, შეძლებენ თუ არა უცხოელი მედიკოსები სააკაშვილთან ბარიერების გარეშე შესვლას.
მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში სწორედ ცენტრი ემპათიის ექსპრტები ხვდებიან.
კლინიკა „ვივა მედში“ შესვლამდე მარიამ ჯიშკარიანმა რეგულირების სააგენტოს კატეგორიულად მოსთხოვა დაუყოვნებლივ გაიცეს ლიცენზიები უცხოელი ექიმებისთვის.
მოვუწოდებ კახაბერ შალიკაძეს, შევიდეს კანონის ფარგლებში, დაბრუნდეს და გადმოგვცეს წერილობითი პასუხი დღესვე, ვინაიდან ორშაბათს ჩვენი ექსპერტი იქნება კლინიკა „ვივა მედში“. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო აწარმოებს საზოგადოების დეზინფორმაციას. მოვუწოდებ მათ, შეწყვიტონ დეზინფორმაცია და წერილობითი მოგვაწოდონ დღეს, ვინაიდან დღესვე უნდა მივაწოდოთ პენიტენციურ სამსახურს წერილობით აღიარებული ლიცენზიის დოკუმენტი“. - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
დამოუკიდებელი კონსილიუმის წევრები უცხოელი ექსერტების ჩამოსვლამდეე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობებს აგროვებენ.
ზუსტად ერთ საათში, წესით, რეგულირების სააგენტომ საბოლოო პასუხი უნდა თქვას, ვის შეუშვებენ და ვის არა მიხეილ სააკაშვილთან.