"გირაოს გადახდას არ ვაპირებ" - ბესიკ თამლიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

26.08.22 17:12
"გირაოს გადახდას არ ვაპირებ" - ბესიკ თამლიანის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ

9 თვიანი პატიმრობა დასრულებულია - გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქტივისტს ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამოაზრეები დახვდნენ.

თავად თამლიანი ამბობს, რომ მოსამრთლის გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელი იყო. აქტივისტი ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ აპირებს.  

როცა უკვე მოსამართლეს და პრკურატურას ამოეწურათ არგუმენტი, რომ ჩვენ უნდა დავეტოვებინეთ ციხეში, ადვოკატმა, ჩვენმა მხარემ. დაცვის მხარემ, სრული არგუმენტები წარვუდგინეთ ყველანაირი. მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მაინც იყო ციხის საკანი... მაშინ დავრწმუნდი მე და დასკვნა გავაკეთე, რომ დაცვამ რაც არ უნდა არგემენტები წარუდგინოს მოსამართლეს, კარგად ისაუბრობნ, დასაბუთებულად, ამას მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს იმას, რა გადაწყვეტილება აქვს უკვე მიღებული... ადვოკატს სულ რომ არაფერი ეთქვა, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო გირაო, მაინც იქნებოდა გირაო... არავითარ შემთხვევაში არბგადავიხდი გირაოს, იმიტომ, რომ 29-ში, 3 დღეში, ისედაც მეწურებოდა 9 თვიანი ვადა, - თქვა თამლიანმა. 

ბესიკ თამლიანი ამბობს, რომ რაღაც დოზით ბრალი მასაც მიუძრის, თუმცა პოლიციელებმა მის ქმედებას პროვოცირება გაუკეთეს. 

რაღაცა დოზის საცილი მაქვს, ამას არ უარვყოფ...მაგრამ საკითხი დგას იმაშ, რამ გამოიწვია, არის თუ არა მიზნობრივი კავშირი ჩემს საქციელსა და სამართალდამცავებს უკანონო საქციელს შორის. პირდაპირი პროვოკაცია იყო, პირდაპირი იყო კანონის დარღვევა სამართლადამცავებს შორის და კანონის არცოდნა, - თქვა თამლიანმა.

აქტივისტი პირდაპირ ამბობს, რომ სისტემის მხილებას და მასთან ბრძლას სამომავლოდაც განაგრძობს.

ჩემი სტრატეგია და თვითმიზანი იმაშია, რომ დადგინდეს, რა გააკეთა ბესიკ თამლიანმა, არამედ დადგინდეს და ვამხილო სისტემა იმაში, რომ საერთოდ კანონი არ იციან... პოლიტიკური სარჩული არის, გასაგებია, - ამბობს აქტივისტი. 

შეგახსენებთ, რომ დღეს, მომსამარლემ აქტივისტი ბესიკ თამლიანი 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბრალდება თამლიანს სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და  ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა.

თამლიანთან ერთად პატიმრობიდან გათავისუფლდნენ ემზარ სიუკაევი და სტეფანე გიქოშვილიც.

მსგავსი სიახლეები