სანამ ეს მთავრობაა, არაფერ სასიკეთოს არ ველოდები - რუსუდან თამლიანი
სამოქალაქო აქტივისტის ბესიკ თამლიანის დედა შვილის ციხიდან გათვაისუფლების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. რუსუდან თამლიანის თქმით, ვიდრე ქვეყნის სათავეშ "ოცნების" ხელისუფლებაა, სასიკეთოს არაფერს ელოდება.
აქტივისტის დედა შვილის შესახებაცს აუბრობს და ამბობს, რომ ბესიკ თამლიანი მოსამართლის გადაწყვეტილების წინააღმდეგი იყო და საციხის დატოვება არ სურდა.
არ აპირებს გირაოს გადახდას, ეს მე რომ ვიყავი მაგასთან პაემანზე, მაშინაც მითხრა. გვითხრა, რომ 29-ში 15:40 წუთზე მიმთავრდება 9 თვე და მე მაშინ გამოვალ. ახლა ჯიკავ-ჯიკავით გამოუყვანიათ იქიდან. 5 ათასლარიანი გირაო მე არ ვიცი რატომ გამოიტანა მსაომართლემ. არ ვიცი რა იყო მისი მიზანი... სანამ ეს მთავრობაა, არაფერ სასიკეთოს არ ველოდები, შილო... ძალიან მეშნია. რაც ჩამოსულია, უფრო მეტი ციხეშ ზის, მე უკვე დავიღალე, - ამბობს რუსუდან თამლიანი.
შეგახსენებთ, რომ დღეს, მომსამარლემ აქტივისტი ბესიკ თამლიანი 5 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათვაისუფლა. ბრალდება თამლიანს სამართალდამცავებისთის წინააღმდეგობის გაწევას და ჯგუფურ ძალადობას ედავებოდა.