ბორჯომის ხეობაში ვითარება საათობრივად უარესდება - ძლიერი ქარი ცეცხლს კიდევ უფრო აღვივებს

26.08.22 17:23
ბორჯომის ხეობაში ვითარება საათობრივად უარესდება  - ძლიერი ქარი ცეცხლს კიდევ უფრო აღვივებს

ბორჯომის ხეობაში ვითარება საათობრივად უარესდება. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულ კერებში თავიდან ჩნდება. მიზეზი ძლიერი ქარია - ღვივდებ ძველი და ჩნდება ახალი კერები.

ცეცხლი ბორჯომი-ახალიციხის გზის მონაკვეთსაც უახლოვდება, ჩაკეტილია სოფელი თისელი, იქ ჟურნალისტებსაც აღარ უშვებენ. 

ყველაზე მძიმე ვითარება ისევ სოფელ ქვაბისხევთან არის. იწვის მთის მთელი ფერდობი.

ხანძრის ქრობის ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებთან ერთად თურქული ავიაციაც ჩართულია. 

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობას უკვე მე-8 დღეა უშედეგოდ ცდილობენ. 

მსგავსი სიახლეები