უმძიმესი სამუშაო პირობები, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორი „ევოლუშენ ჯორჯიაში“ - თანამშრომლები ალაპარაკდნენ

26.08.22 20:11
უმძიმესი სამუშაო პირობები, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორი „ევოლუშენ ჯორჯიაში“ - თანამშრომლები ალაპარაკდნენ

უმძიმესი სამუშაო პირობები, ფსიქოლოგიური ზეწოლა და ტერორი „ევოლუშენ ჯორჯიაში“ - კომპანიის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები არაადამიანურ სამუშაო პირობებზე საჯაროდ ალაპარაკდნენ. 

კადრებში, რომელიც სოციალურ ქსელში გუშინ აიტვირთა, ჩანს,  რომ ახალგაზრდები ვინც, ონლაინ თანამშებს სხვადასხვა ქვეყნისთვის წარადგენენ, იმდენად გაუსძლის პირობებში არიან, რომ გული პირადაპირ სათამაშო მაგიდასთან მისდით. 

ანტისანიტარია ოფიების საპირფარეშოებში, მოწამლული და დაბინძურებული წყალი სამუშაო სივრცეში, ბაღლინჯოები ლაივ ოთახებში და სამუშაო სკამები რითიც 20 წლის გოგონები ზურგის სერიოზულ ტრავმებს იღებენ - „პირველებთან“ პირველად და საჯაროდ "ევოლუშენ გეიმინგის" მოქმედი თანამშრომლები ალაპარაკდნენ.

თანამშროლები სამსახურის დაკაგვის შიშით უმძიმეს სამუშაო პირობებზე ხმას ვერ იღებენ, თუმცა რამდენიმე ადამიანმა დამოუკიდებელი პროფკავშირების საშუალებით შრომის ინსპექციაში მაინც იჩივლა. დაზარალებულთა უფლებს კომპანია „ლაბორი“ იცავს. 

ონლაინ კაზინოების კომპანია ბრალდებებს უარყოფს, ადასტურებს ფაქტს, რომ შრომის ინსპექცია კომპანიაში შემოწმებაზე შევიდა, თუმცა მიზეზი დასაქმებულების ჩივილი მათი მტკიცებით არ ყოფილა.

თანამშრომელების საუბრით ირკვევა, რომ ოთახებში სადაც ლაივ თამაშები მიმდინარეობს ვინტილაციის პრობლემაა, რის გამოც თამაშის წარმდგენებს გული ხშირად მისდით, სხვებს კი დასანქცირების შიშით სასწრაფოს გამოძახებაც კი ეკრძალებათ.

"ევოლუშენ გეიმინგის" იურისტი და წარმომადგენელი კი კამერებთან არ ჩნდება, კომპანიის დაცვის სამსახურმა დღეს თავდაპირველად ირაკლი სოკოლოვსკის ადგილზე ყოფნა დაადასტურა, შემდეგ კი გვითხრა, რომ ის სამსახურში არ მოსულა.

ორგანიზაცია "ლაბორი", რომელიც ევროლუშენ გეიმინგის ინტერესებს იცავს ახლა შრომის ინსპოექციის დასკვნას ელოდება, რომელიც 2 ოქტომბერს უნდა გასაჯაროვდეს, ამის შემდეგ უკვე ონლაინ თამაშების უმსხვილესი ოპერატორის წინააღდეგ დავა სასამართლოში დაიწყება.

ვრცლად, იხილეთ სესილი ბოკერიას რეპორტაჟი.

 

 

 


 

მსგავსი სიახლეები