თაღლითობა ივანიშვილის და პრეზიდენტის სახელით - რუსულეონვანი ვიდეორგოლით საქართველოს მოქალაქეებს ატყუებენ

26.08.22 20:38
თაღლითობა ივანიშვილის  და პრეზიდენტის სახელით - რუსულეონვანი ვიდეორგოლით საქართველოს მოქალაქეებს ატყუებენ

ონლაინ თაღლითობა ქვეყანაში ახალ მასშტაბზე გავიდა. რუსულეონვანი ვიდეორგოლით საქართველოს მოქალაქეებს ატყუებენ, რომ თითქოს სალომე ზურაბიშვილი მათ კვირაში 2000 ლარის გადახდას პირდება, თუ გაურკვეველი კომპანიის აქციებში ფულს დააბანდებენ.  

თაღლითობა პრეზიდენტის სახელით ინტერნეტეში ვირუსულად ვრცელდა და ეს რგოლი უკვე ათი ათასობით ადამიანმა ნახა. თუ მოქალაქე ბმულს გაყვება და გარუკვეველი კომპანის ფულს გადაურიცხავს თანხა დაეკარგება. 

თაღლითობა მხოლოდ პრეზიდენტის სახელით არ ხდება, რუსულენოვანი აფიორის ავტორები  ბიძინა ივანიშივლის სახელსაც იყენებენ. სარეკლამო ბანერი მოქალაქეებს „ქართუ ბანკის“ სახელით დიდ შემოსავლს პირდება, თუმცა „ქართუ ბანკის“ ოფიციალურ გვერდზე ასეთი კამპანია არასდროს დაანონსებულა. 
ეკონომისტები ამბობენ, რომ ქვეყანა თაღლითების შემოტევის მსხერპლია. 

სხვადასხვა დროს საქართველოს მოქალაქეებისგან დიდი ფული წაიღეს, ტესლა მედიას და ე.წ კრიპტობოტანისის შემქნელებმა, ხალხს ფულს დიდი შემოსავლის მიღების დაპირებით ადებინებენ, შემდეგ კი ქრებიან. ფაქტია, რომ ჩამოშლილი პირამიდების შემდეგ ახალი ფინანსური პირამიდები იქმნება. სახელმწიფო კი თაღლითების შემოტევისგან საკუთარ მოქალაქეებს ვერ იცავს.  

ვინ დგას ამ თაღლითური სქემის უკან, ამ დრომდე ვერ მიაგნეს. ოპოზციია ამბობს, რომ წესით ამ საქმით სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა იყოს დაინტერესებული, თუმცა სუს-ს არ სცალია, რადგან მთელი რესურუსის არა დანაშაულის გამოვლენაზე, არამედ მოქალაქეების უკანონო თვალთვალზეა გადართული. 

არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა თაღლითობის ახალი სქემა რუსეთის იმ მოქალაქეების შექმნილია, ვინც აიტი კომპანიები საქართველოში ერთი მეორეს მიყოლებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დააფუძნა და სამუშაოდ აქ გადმოვიდა. 

იხილეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები