უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - დაჭრილია კიდევ სამი

27.08.22 11:08
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა - დაჭრილია კიდევ სამი

პუტინის აგრესიას უკრანაში კიდევ 1 ქართველი მებრძოლი შეეწირა, დაიჭრა კიდევ სამი. ინფორმაციას უკრაინაშ მყოფი ქართველი მებრძოლები ავრცელებენ.  ოკუაპანტები მსხვერპლი ქართველი სამხედრო ლუგანსკის ოლქში იბრძოდა.

ქართველი მებრძოლი ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, კრამატორსკთან სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა. დაღუპული ქართველის იდენტიფიცრებას "ტვ პირველი" შეგნებულად არ ახდენს, რადგან უცნობია, იციან თუ არა ამის შესახებ ჯარისკაცს ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა. 

საფრთხე არ ემუქრება სამ დაჭრილი მებრძოლის სიცოცხლეს. ისინი ახლა მკურნალობის ინტენსიურ კურსს გადიან. 

ლისიჩანსკის მახლობლად მოხდა ეგ და ერთია დაღუპული, სამწუხაროდ, ქართველი და სმი დაჭრილია, მაგრამ მსუბუქად არიან. ჯერ გადაასვენებნ ალბათ, აქ არის პროცედურები, ამ პროცედურებს რომ მორჩებიან, რა თქმა უნდა, საქართელოშ ღირსეულად გადაასვენებენ, - ამბობს ქართველი მებრძოლი.

ლუგანსკის ოლქში საკონტროლო დაბომბვები ინტენსიურად გრძელდება. ადგილზე ვითარება ყველწუთიერად იცვლება. 

მსგავსი სიახლეები