ეროვნული ვალუტის კურსი ისევ მერყეობს - რა სჭირს ლარს?
რა სჭირს ლარს? - ეროვნული ვალუტის კურსი ისევ მერყეობს. ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი არასტაბილურია. რაიმე ოპტიმალური პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ამ დროისათვის 1 დოლარი 2 ლარი და 86 თეთრი ღირს.
ორი კვირის წინ ეროვნულმა ბანკმა 40 მლნ დოლარი შეიძინა და აღნიშნული ოპერაციის შედეგად ლარი 14 პუნქტით გაუფასურდა.
ეკონომისტები ამბობენ, რომ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაშ თუ ქვეყანამ მსხვილი ინვესტიციები არ მოიზიდა, შეუძლებელია ეკონომიკას ვალუტის კურსი დაიჭიროს.
ექსპერტები ამბობენ, რომ მცურავი კურსი შემედგ თეებშიც შენარჩნდება, რის შედეგადაც დოლარსა და ევროზე შესაძლოა, სამ ლარს გადაცილებული ნიშნულიც ვიხილოთ.
მსოფლიო ბაზრებზე, ზოგადად, შეინიშნება მონეატრული პოლიტიკის ცვალებოდა და ვარიაცია, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მძმედ აღქმება ისეთი ტიპის ეკონომიკებში, სადაც არის ინფლაცია, მაგალითად, საქართველოში, სადაც გვაქვს ორნიშნა იფლაცია, 11 %-ზე მეტი, რაც თავისთავად ნებისმიერ მიზერულ ცვლილებას ასახავს როგორც მინიმუმ 10 პუნქტიან განსხვავებას ქართულ რეალობაში. სანამ საქართველოში იქნება ინფლაცია და არ იქნება მონეტარული პოლიტიკა დასტაბილურებული, იქამდე მივიღებთ მერყევ, მცურავ კურსს. რაც შეეხება ქართულ რეალობას საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, იკვეთება ექსტრაპოლაცია, რომელიც გვაჩვენებს, რომ ლარი კვლავ გაუფასურდება და მივიღებთ 3 ლარს გადაცილებულ ნიშნულს დოლარსა და ევროზე, - ამბობს ექსპერტი ოთარ აბესაძე.