'საჭიროებს გადახედვას" - ვენეციის კომისია "ოცნებას" მოსმენების კანონს უწუნებს

27.08.22 11:53
'საჭიროებს გადახედვას"  - ვენეციის კომისია "ოცნებას" მოსმენების კანონს უწუნებს

ვენეციის კომისია მოსმენების კანონს იწუნებს. კომისია აღნიშნავს, რომ კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლებამ ნაჩქარევად მიიღო და გადახედვას საჭიროებს.

დოკუმენტში  პირდაპირ წერია,  რომ  მეტი ინკლუზიურობა და გამჭვირვალობაა საჭირო. ევროპის საბჭოს დამოუკიდებელკონსტიტუციურ ორგანოშ ფიქრობენ, რომ კანონის მიღების პროცესშ  არასამთავრობო  ორგანიზაციების  აზრის არასაკმარისად იქნა გათვალისწინებული. მთავარი  შენიშვნა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად დანაშაულების სიის გაფართოვებას ეხება. 

აღნიშნულ კანონს ვეტო საქართველოს პრეზიდენტმაც დაადო. სალომე ზურაბიშილი კანონის "ოცნებისეულ" ვერსიას არ იზიარებს. 

 

მსგავსი სიახლეები