სოფელი ზეინდარი გარე სამყაროს მოწყდა - ადგილობრივები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

27.08.22 13:40
სოფელი ზეინდარი გარე სამყაროს მოწყდა - ადგილობრივები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

აქცია ქუთაისში - პროტესტის ეპიცენტრი ვანის მუნიციპალიტეტია. სოფელი ზეინდარი გარე სამყაროს მოწყდა, რამაც ადგილორბივების პროტესტი გამოიწვია.

სოფლის მცხოვრებლები უკმაყოფილებას  გზაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლმებზე გამოთქვამენ. სოფლის გზა ამორტიზებულია, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობას შეუძლებელს ხდის. რთულია ფეხით გადაადგილებაც.

გზის რეაბილიტაციის  მოთხოვნით მოსახლოებამ ადგილობრივი მთავრობას არაერთხელ მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ვითხოვთ, უბრალოდ, სავალ გზას. კატასტროფული მდგომარეობაა, ავარიული სიტუაციაა. ახლა რომ გაწვიმდეს, ნაპრალებში წყალი შევა და მოწყდები ბეკი. აქ "მარშრუტი"  ემსახურება სკოლას, საშიშია, რა თქმა უნდა, ყველასთის არის საშიში... არჩევნების დროს დადიან და მერე კაციშვილი არ გვინახავს მთავრობიდან, - ამბობს პროტესტის მონაწილე. 

მსგავსი სიახლეები