უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართველი 54 წლის გელა გოგიაა
უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართელი მებრძოლი სენაკელი 54 წლის გელა გოგიაა. გოგია ფრონტის წინა ხაზზე ომის დაწყების დღიდან გავიდა. გელა გოგია გამოცდილი მეომარი იყო, იბრძოდა აფხაზეთისა და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
ქართველი მებრძოლი ფრონტის ხაზის ყველაზე ცხელ წერტილში, კრამატორსკთან სარაკეტო იერიშს ემსხვერპლა.
თავიდან მოყოლებული ყველა ბრძოლაშ მონაწილეობდა, სულში ჰქონდა, რასაც ჰქვია... უკრაინაშ რამდენიმე წელი იცხოვრა და იქაც გააგრძელა თავის მოვალეობა. ჩამოსვენებაზე, ორშაბათის მერეო... რავიცი, ეტყობა ეცდებიან რრაცას, რომ არც მიცვალებულმა იწვალოს და არც ოჯახმა. იმედია, ამაში დაგვეხმარებიან, - ამბობს გოგიას ახლობელი.
სენაკელი მეომარის ცხედარს სავარაუდოდ, დღეს კიევის ცენტრში ტაძარშ გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშიდი გაიმართება.
გელა გოგიას ცხედარს სამშბლოში, დიდი ალბათობით, ზეგ ჩამოასვენებენ.