რატომ მერყეობს ლარის კურსი - ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს
რატომ მერყეობს ლარის კურსი - ოპოზიცია პარლამენტში საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს. ხელისუფლების ოპონენტები ეროვნულ ბანკს ფარულ ვაჭრობაში ადანაშაულებენ.
ირკვევა, რომ ივლისის თვეში ეროვნულმა ბანკმა ღია აქუციონზე 0 დოლარი იყიდა, აქუციონის გარეშე კი 109 მილიონი.
ბანკის ვაჭრობის შესახებ მოსახლეობა მხოლოდ თვენახევრის შემდეგ იგებ, თუმცა ბანკი მხოლოდ ჯამურ მაჩვენებელს აქვეყნებს, რის გამოც უცნობი რჩება რომელ დღეს რამდნეი უცხოური ვალუტა იქნა შეძენილი.
იფორმაციული ვაკუუმი ბანკს უპირატესობას ანიჭებს. ამის გამო, შესაძლოა, ადგილი ლარის გაცვლითი კურსით მანიპულირებასაც.
ეროვნული ბანკის ასეთმა არასწორმა და ლარის ხელით მართვამ შექმნა აბსოლუტურად გაურკვეველი ვითათრება ბაზარზე და რაც ყველაზე ცუდია, როდესაც იყო მოლოდინი, რომ რაღაც საქონელზე, მათ შორის, იმპორტულ საქონელზე ფასები დაიკლებდა, მაგალითად, საწვავზე, ეს უკვე არ მოხდება, ვინადაინ ლარის კურსი უკვე სხვა არის და თუკი დაიკლებს, არა იმ ზომით, რა ზომითაც შესაძლებელი იქნებოდა, რომ არა ეროვნული ბანკის უხეში ჩარევა. როდესაც შენ აცხადებ სამიზნედ 3% ინფლაციას და შემდეგ 15 % ინფლაციაა ქვეყანაში და 5 ჯერ აცდები შენს გეგმას, ეს იმას ნიშნავს, რომ ცუდად მუშაობ, - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.