წმ. კვირიკეს სამონასტრო კომპლექსი გადარჩა - "პირველების" კამერა გადამწვარ ტერიტორიაზე შევიდა
რა ხდება ბორჯომის ხეობაში - "პირველების" კამერა გადამწვარი ტყის ტერიტორიაზე შევიდა. გადაღებულია პირველი კადრები წმინდა კვირიკეს სამონასტრო კომპლექსიდან.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხანძარს სოფელ დვირში მე-8 საუკუნის უნიკალური ეკლესიები და ფრესკები შეეწირა, თუმცა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენა ჯარმა და მეხანძრეებმა შეძლეს. დანგრეულ ეკლესიაში საუკუნოვანი ფრესკებიც გადარჩა.
ბორჯომის ხეობაში ხანძღის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია. საგანგებო სიტუაციების მართის სამსახურის ვარაუდობს, რომ თუ ამიდნი არ შეიცვალა, დღის ბოლომდე ცეცხლის სრულად ლიკვიდირებული იქნება.