195 მილიონი ლარი ჩვენი ჯიბიდან - მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული ხელფასები გასცა
6 თვე და დახარჯული 195 მილიონი ლარი ჩვენი ჯიბიდან. სწორედ ამდენი დაიხარჯა წელს შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურებაზე.
ვინ არიან ეს ადამიანები, რომელსაც საჯარო სექტორში დროებითი სამუშაოების შესასრულებლად ქირაობენ. თუმცა მთავარი ამბავი სწორედ აქ არის.
უცნობია ჯამურად რამდენი ასეთი ადამიანი არსებობს საჯარო უწყებებსა და სიპებში. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” ამ ფორმთ პარტაქტივს ასაქმებს, მათი გულის მოგების მიზნით ფულს უხდის და შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის საარჩევნოდ იყენებს.
სტატისტიკა ასეთია - საქართველოს საჯარო სექტორი მთლიანობაში 301,000 ადამიანს ასაქმებს, აქ შედიან როგორც საჯარო მოხელეები ასევე, შტატგარეშე მოხელეები და სხვა დასაქმებული პირებიც.
ოპოზიციის თქმით შტატგარეშე თანამშრომლები დამალული ბიუროკრატიაა.
რომან გოცირიძის თქმით, ეს ადამიანები ფულს მუქთან იღებენ, თან ჩვენი, საზოგადოების ჯიბიდან.
„შტატგარეშე თანამშრომლები ეს არის დამალული ბიუროკრატია, „ქართული ოცნების“ აქტივი. ათი ათასობით ადამიანი,გაფორმებული საჯარო სამსახურებში. იღებენ ფულს მუქთად და შემდეგ ეს ხალხი გადაიქცევიან კოორდინატორებად და საარჩევნო კამპანიის მთავარ მამოძრავებელ მონაწილეებად. ეს არის ქვეყნის ძარცვა. განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ გააფორმებენ ხალხს და შემდეგ იქიდან ვერ ამოიღებენ და იქნებიან სამუდამოდ ჩვენი შესანახი“. - ამბობს გოცირიძე.
შტატგარეშე თანამშრომლების გარდა ასევე გაზრდილია შტატიანი მოხელეების სახელფასო ფონდიც და წინა წელთან შედარებით 63 მილიონი ლარით მეტია. ამ ფაქტს კორუფციის მკვლევარები ეხმაურებიან, რომლებიც „ოცნებას“ ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებენ.
„ჩვენ ვერ ვიგებთ რამდენი არიან, ვინ რამდენ ხელფასს იღებს, კონკურსშ არ აქვთ მონაწილეობა მიღებული. რა ესეთი განსაკუთრებული ნიჭის ადამიანები არიან და რის გამო არიან დასქმებულები არ ვიცით, იმიტომ რომ კანონის მიღმა არიან გასულები“. - ამბობს კორუფციის მკვლევარი ქეთი ენუქიძე.