ხანძრის მეათე დღე - ბორჯომის ხეობაში ტყეს ისევ ცეცხლი უკიდია

28.08.22 11:22
ხანძრის მეათე დღე - ბორჯომის ხეობაში ტყეს ისევ ცეცხლი უკიდია

ხანძრის მეათე დღე - ბორჯომის ხეობაში ტყეს ისევ ცეცხლი უკიდია.

დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მუშაობა ისევ განაახლეს. 

წუხანდელი ძლიერი ქარის შედეგად ხანძრის ახალი, მცირე კერები გაჩნდა. 

სამაშველო სამსახურის წარმომადგნელები ახლა ცდილობენ ცეცხლი ტყის დიდ მასივზე არ გავრცელდეს. 

მიუვალ ადგილებში ახალი გზები გაიჭრა, რათა ხანძრის კერებთან ცოცხალმა ძალამაც შეძლოს მიახლოება.

ხეობა ისევ დაკვამლიანებულია. 

„მაინც ვერ ჩააქრეს, ასეთი გაუსაძლისი სიცხე არ ყოფილა მგონი 50 წლის მანძილზე და თან ქარი. ღამით ქარი იმატებს და ხანძარიც უფრო ძლიერდება“. - ამბობს მოსახლეობა.

ჯარი, პოლიცია და მეხანძრეები ამ დრომდე ისევ ბორჯომში რჩებიან.
 

მსგავსი სიახლეები