ძლიერი ხანძარი ძამას ხეობაში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და ტყეს უკიდია

28.08.22 13:43
 ძლიერი ხანძარი ძამას ხეობაში - ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და ტყეს უკიდია

ძამას ხეობაში ძლიერი ხანძარია. სოფელი  ელბაქიანთკარი ცეცხლის ალშია გახვეული.

ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და ტყის მასივზეა გავრცელებული. 

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე სახლი უკვე სრულად დაიწვა.

წინასწარი ინფორმაციით ცეცხლი დაუდევრობის გამო გაჩნდა და მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.


 

მსგავსი სიახლეები