კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ღვთისმშობელი ჩვენთანაა - ილია მეორე

28.08.22 13:49
კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ღვთისმშობელი ჩვენთანაა - ილია მეორე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ  მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა.

,,ყველას გილოცავთ მარიამობას. დღეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთანაა; შესთხოვეთ, რაც გიჭირთ და ღვთისმშობელი შეასრულებს თქვენს თხოვნას. სიონობას გილოცავთ. ჩვენთან არს ღმერთი! დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს წინაპრებს. ასე რომ, ზეიმი ორმაგია - ზეციური და ქვეყნიური. აგრეთვე ვულოცავთ ჩვენს წინაპრებს მარიამობის დღესასწაულს.
კაცობრიობა დაიღალა, ჩვენც დავიღალეთ, მაგრამ გული არ უნდა გაგვიტყდეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ჩვენთან არის, გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენ შვილები ვართ ღვთისმშობლისა.
დალოცვილი იყავით და გაიხარეთ, მე მუდამ თქვენთან ვარ სულით და ხორცით. ჩვენთან არს ღმერთი!",- განაცხადა ილია მეორემ.

 

მსგავსი სიახლეები