"ჭორიკანა დედაკაცი, ომში მილიარდები იშოვა" - მეუფე იაკობის ახალი სამიზნე დავით არახამია ხდება

28.08.22 14:33
"ჭორიკანა დედაკაცი, ომში მილიარდები იშოვა" - მეუფე იაკობის ახალი სამიზნე დავით არახამია ხდება

ბოდმელი მიტროპოლიტის მორიგი სკანდალური ქადაგება - მეუფე იაკობის ახალი სამიზნე დავით არახამია ხდება.

„ჭორიკანა დედაკაცი“ - ამ სიტყვებით მეუფე პარტია „ხალხის მსახურის“ თავმჯომარეს მოიხსენიებს.

მეუფე იაკობის თქმით, არახამიამ ომში მილიარდები იშოვა.

„ნუ ვიქნებით იმ პოლიტიკოსების რიგში, სირაქლემასავით რომ არიან. ხან ევროპარლამენტარების ენით მელაპარაკებიან სხვადასხვა ტელევიზიით. მილიარდერი გახდა კაცი, ყველა ამბობს არახამიაზე, ეს ჩემი მოგონილი არ არის. ომში იშოვა მილიარდი. თავის ქვეყანას თვითონ მიხედონ, ჩვენ ჩვენსას მივხედავთ. რა უფლება აქვს, რომ ჩვენთან ერევა? გვარი აძლევს ამის საშუალებას თუ რა? საქართველოსთვის კარგი რა გაუკეთებია? ჭორიკანა დედაკაცივით დგას და იქიდან რაღაცებს გველაპარაკება. ყველა თავისას მიიღებს, არახამია იქნება თუ სხვა. ახლა ომია და ვერაფერს ეუბნები, სასტიკ ომში არიან ჩართული. კიდევ კარგი, რომ მსოფლიო ასე ეხმარება უკრაინას, თორემ მასეთების ხელში სად იქნებოდნენ“. - ამბობს მეუფე იაკობი.
 

მსგავსი სიახლეები