„ნაციონალების“ ნარატივის ჭამას არ ვაპირებ, ვინც მისმენდა და როდის ისიც ვიცი - მეუფე იაკობის სკანდალური ქადაგება

28.08.22 14:53
„ნაციონალების“ ნარატივის ჭამას არ ვაპირებ, ვინც მისმენდა და როდის ისიც ვიცი - მეუფე იაკობის სკანდალური ქადაგება

მეუფე იაკობის განცხადებით, სოსო გოგაშვილის მეუღლის განცხადება, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის დაკავებამდე 4-5 თვით ადრე გოგაშვილს შეხვედრაზე უთხრა, რომ მისი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ტყუილია და სიმართლეს არ შეესაბამება.

ბოდბელი მიტროპოლიტის თქმით, ის ის არ "ჭამს" ნაციონალების ნარატივს და ვინ და როდის უსმენდა ეს ძალიან კარგად იცის.

„ნაციონალური მოძრაობის“ ნარატივის ჭამას არ ვაპირებ. მასეთი საუბარი არ მქონია, ტყუილია. შეხვედრა ბევრჯერ მქონდა. შვილიშვილის ნათლია ვიყავი და ხშირად ვხვდებოდი. თანამდებობაზე რომ იყო და მერეც“,- აღნიშნავს მეუფე იაკობი.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, მოითხოვს თუ არა მეუფე ე.წ. სუს-ის კრებსების საქმეზე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებას, მეუფე იაკობმა აღნიშნა, რომ არ აპირებს.

მისი თქმით, მან იცის ვინ და როდის უსმენდა.

„არავითარ შემთხვევაში. რისთვის? ვის დროს მისმენდნენ ვიცი. ვინც მისმენდა ისიც ვიცი. ზოგი ცოცხალი არ არის. რა აზრი აქვს? რომელი წლიდან დაიწყო მოსმენები? ეკლესიას როდის უსმენდნენ?“ , - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

ინფორმაციისთვის, სუს-ის ყოფილი შეფის მეუღლემ განაცხადა, რომ 4-5 თვის წინ, მეუფე იაკობი იყო მოსული და „მეუღლეს ეუბნებოდა, შენი და შენი ოჯახის ლიკვიდაცია იგეგმებაო“.

 

მსგავსი სიახლეები