მეუფე იაკობის მორიგი ანტიდასავლური გზავნილები ამბიონიდან - მიტროპოლიტი მრევლს ევროკავშირის წინააღმდეგ ამხედრებს

28.08.22 15:07
მეუფე იაკობის მორიგი ანტიდასავლური გზავნილები ამბიონიდან - მიტროპოლიტი მრევლს ევროკავშირის წინააღმდეგ ამხედრებს

მეუფე იაკობის მორიგი ანტიდასავლური გზავნილები ამბიონიდან.

ბოდბელი მიტროპოლიტი ისევ ევროპის წინააღმდეგია და მრევლს ოპოზიციისა და ევროკავშირის წინააღმდეგ ამხედრებს.

მისი რიტორიკა ერთ-ერთში ჰგავდა „ქართული ოცნების“ წევრების რიტორიკას.

„რაც ევროკავშირი გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირს კომუნისტური ბლოკის ქვეყნები შეუერთდნენ, ვხედავთ საქართველოს მიმართ რა დამოკიდებულება გაჩნდა. ის დეპუტატები, რომლებიც წარმოადგენენ კომუნისტური ბლოკის ქვეყნებს , ჩვენს წინააღმდეგ გამოდიან. ამიტომ რა უნდა ვიფიქრო? მათ მყარი ფესვები ჩარჩათ საბჭოთა კავშირში და, სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიან“. - ამბობს მეუფე.
 

მსგავსი სიახლეები