თურქული სამაშველო ვერტმფრენი ბორჯომიდან თბილისში წამოიყვანეს - ხანძარი შავნაბადას ბაზის სიახლოვესაა

28.08.22 16:58
თურქული სამაშველო ვერტმფრენი ბორჯომიდან თბილისში წამოიყვანეს  - ხანძარი შავნაბადას ბაზის სიახლოვესაა

ძლიერი ხანძარი თელეთის ქედზე  - ხანძრის ეპიცენტრი შავნაბადას სპეც-დანიშნულების რაზმის ბაზის სიახლოვესაა, ამიტომ თურქული სამაშველო თვითმფრინავი ბორჯომიდან თბილისში წამოიყვანეს.

ახლა ცეცხლის ქრობის პროცესი სწორედ ავიაციის დახმარებით მიმდინარეობს.

შსს-ს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია რომ ხანძარი ავჭალაში და თბილისის ორივე შემოსასვლელშია.

მსგავსი სიახლეები