გამომიყვანეს, თორე იქვე დავიწვებოდი - 7 განადგურებული სახლი და სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი ადამიანები

28.08.22 17:11
გამომიყვანეს, თორე იქვე დავიწვებოდი - 7 განადგურებული სახლი და სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი ადამიანები

ქარელში საცხოვრებელი სახლები გადაწვეს - ძამას ხეობაში ცეცხლი, სავარაუდოდ ნასვამმა მამაკაცმა გააჩინა.

ადგილობრივების მონაყოლით ირკვევა, რომ სიგარეტის ნამწვი მამაკაცმა თივაში გადააგდო, ცეცხლი კი ხმელ ბალახს წაეკიდა.

გადამწვარია შვიდი სახლი. 

ხანძარს მეხანძრე მაშველებთან ერთად ადგილობივებიც აქრობენ. 

სიკვდილს სასწაულით გადაურჩა მძიმე ავადმყოფი.  

„უცებ ამოვარდნენ თანამშრომლები, ძია ადექი სახლი იწვისო. თანამშრომლებმა გამომიყვანეს, თორე იქვე დავიწვებოდი. ყველაფერი დამეწვა საერთოდ“. - ამბობს მამაკაცი.

ადგილობრივები ერთმანეთს სიცოცხლის გადარჩენაში ეხმარებოდნენ, ამიტომაც, მათი თქმით, მეტი ფიზიკურად ვერაფერი გააკეთეს.

„ისღა მოვასწარი, რომ სახლის პატრონთან შევვარდი და გამოვაყვანინე დედამისი. მეტი ვერაფერი ვერ გავაკეთე. საერთო ჯამში 7-8 სახლია დამწვარი“ - ამბობს ადგილობრივი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მოტივით ერთი ადამიანია დაკავებული. 

„ბონდოზე, ჩვენს მეზობელზე ამბობენ დააკავესო და არ ვიცი. ამბობენ, ცეცხლი წაუკიდა რაღაცასო, აი მისი სახლი, დაიწვა ბოლომდე“. - ამბობს სოფლის მკვიდრი.

ჯერჯერობით უცნობია აუნაზღაურებს თუ არა ვინმე ზარალს ადგილობრივებს და სად მოუწევთ ღამის გათენება ძამას ხეობის მკვიდრებს.
 

მსგავსი სიახლეები