ბორჯომი, ქარელი, ავჭალა, სამგორი და შავნაბადა - 5 ხანძარი ერთ დღეში
5 ხანძარი ერთ დღეში - ცეცხლი ეკიდა ბორჯომს, ქარელს, ავჭალას, სამგორს - ახლაც იწვის შავნაბადა.
გადაიწვა ტყეები, მინდვრები, სახლები, საბურავები.
ეს არის დივერსია თუ ცეცხლი დაუდევრობის გამო ჩნდება? - ამ კითხვას პასუხი საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცენ.
ახლაც, ამ წუთასაც რთულია ვითარება თელეთის ქედზე.
ავიაციამ შავნაბადაზე გაჩენილი ხანძარი ვერ ჩააქრო. ცეცხლი მთაზე უკონტროლოდ ვრცელდება და ახალი კერები ჩნდება.
ცოცხალ ძალას სტიქიის ეპიცენტრში შესვლა უჭირს, რადგან ხანძარი მიუვალ ადგილზე მძვინვარებს.