სოციალურად დაუცველ ოჯახს სახლი, სავარაუდოდ, გადაუწვეს - მეპატრონე დანაშაულის დაფარვის ვერსიაზე საუბრობს
ვინ გადაუწვა სახლი სოციალურად დაუცველ ოჯახს თბილისში? - პოლიცია იძიებს რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, რომელიც საცხოვრეbელ უბანში ღამით მოულოდნელად გაჩნდა.
სახლის მეპატრონე "პირველებთან" სახლის გადაწვის ვერსიებზე საუბრობს.
ის ეჭვობს, რომ სახლი შესაძლოა დანაშაულის დაფარვის მიზნით გაანადგურეს.
„ხუთშაბათ დღეს გაძარცვეს სახლი, გატეხეს და ხელით რაც წაიღიეს, წაიღეს. ვერ მოასწრეს მეტის წაღება. ჩემი სიძეა მეზობელი, ახლოს ცხოვრობს, გაიხმაურა იმან და ვერ მოასწრეს. მე რაიონში წამოვედი პარასკევს და გუშინ დამირეკეს იწვის სახლიო. შეიძლება დანაშაულის დასაფარადაც დაწვეს სახლი, მეტი არაფერი არ ვიცი, გამოძებას აქვს საქმე და მიხედავენ ალბათ“. - ამბობს სახლის მეპატრონე.
პოლიციის განყოფილებაში მეზობლები უკვე გამოიკითხნენ. მათ გამოძიებას დეტალურად უამბეს თუ რისი თვითმხილველი გახდნენ.
"ეს უნდა თქვას გამოძებამ, ეს იყო ძალით წაკიდებული ცეცხლი, თუ ისე გაუჩნდა სახლს. ვინც ცოტა აზროვნებს, ყველა იფიქრებს 50/50-ზე რომ სახლი დანაშაულის დაფარვის მიზნით გადაწვეს" - ამბობს მეზობელი.
სამართალდამცველები „პირველებთან“ საუბარში ამბობენ, რომ გამოძება დაწყებულია, თუმცა ჯერ არ არის დადგენილი, თუ ვინ გაქურდა სახლი.