ხანძარი დიდუბეში - განადგურებულია 400 კვ/მ საწყობი, სადაც აალებადი მასალები ინახებოდა

29.08.22 11:33
ხანძარი დიდუბეში - განადგურებულია 400 კვ/მ საწყობი, სადაც აალებადი მასალები ინახებოდა

დიდუბეში 400 კვადრატული მეტრი ტერიტორია დამწვარი.

განადგურებულია საწყობი, სადაც ადვილად აალებადი მასალები ინახებოდა.

დამწვარია გემების და ნავების შესაღები საშუალებები. 

ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეხანძრე-მაშველები ხანძარს დილის ოთხ საათამდე აქრობდნენ.  
დამწვარი საწყობი ჰიპეერმარკეტ „გორგიას“ უკანა მხარეს მდებარეობს. 

რა გახდა ცეცხლის გამომწვევი მიზეზი ჯერ დაუდგებელია.

ადგილობრივები და „გორგიას“ თანამშრომლები ამბობენ, რომ ზარალი ძალიან დიდია. 

„ესენი ქუთაისის საღებავები კი არ იყო, გერმანიიდან იყო ჩამოტანილი და ძვირადღირებული იყო, ამიტომაც ზარალი საკმაოდ დიდია“.- ამბობს თანამშრომელი.

როგორც „პირველებთან“ „გორგიას“ წარმოამდგნელმა თქვა, მათ უსაფრთხოების ზომები მიღებული ჰქონდათ, ამიტომ ხანძარმა მხოლოდ წებო-ცემენტი გაანადგურა და ცეცხლი მათ პერიმეტრს სრულად არ მოსდებია.

კომპანია, ამბობს, რომ არსებობს ვიდეო-კამერების ჩანაწერებიც, თუმცა ჯერ სამართალდამცველებს ის "გორგიასგან" არ გამოთხოვია.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შესახებ 112-ში ზარი „გორგიას“ დაცვამ განახორციელა.

გამომძიებლებმა უკვე დაასურათეს ტერიტორია. სავარაუდოდ, ისინი უკვე მალე იტყვიან თუ რა გახდა ხანძრის გამომძვევი მიზზეზი.

მსგავსი სიახლეები