ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია, შავნაბადას ტყეში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს

29.08.22 11:35
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია, შავნაბადას ტყეში მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს

ბორჯომის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია - ამ დროსთვის მისი გავრცელების საფრთხე მოხსნილია. საგანგებო სიტუაციბის მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ დღის ბოლომდე დასრულდება ხანძრის სრულად ცაქრობის სამუსქაოები. ამ წუთებში კი მიმდინარეობს მხჩოლავი კერების დამუშავება. 

იგივე სურათია შავნაბადას ტყეში, აქაც ხანძარი ლოკალიზებულია, ამ წუთებში ადგილზე ცალკეული მხრჩოლავი კერების დამუშავება მიმდინარეობს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სექტორებზე არსებული მხრჩოლავი კერების დამუშავება. მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა ლევან მუსელიანმა.

მსგავსი სიახლეები