ადამიანის ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი რა აქვს კალაძეს გასაკეთებელი? - ოპოზიცია
დედაქალაქში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ავარიული სახლების გამაგრებისთვის გამოყოფილი მიზერული თანხების საქმე საკრებულოს ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების საგანი კიდევ ერთხელ გახდა.
გუშინ ჩიქობავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის შემდგეგ, ოპოზიცია მოითხოვს სასწრაფოდ გაიზარდოს დაფინანსება ავარიული სახლების გამაგრებისა და შეკეთებისთვის.
"ენმ"-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, თბილისის მერი და მერია ხალხს ფაქტობრივად სიკვდილისთის სწირავს.
სამწუხარო რეალობაა, რომ კალაძის ხელში ავარიული შენობებისთვის გამოყოფილმა თანხა 40 მილიონიდან 15 მილიონამდე ჩამოწიეს, თითქოს ეს პრობლემა მოგვარებულია. თბილისი მერი და მერია ამ მიმართულებით ძალიან ბევრს უნდა მუშაობდეს, რომლის ბიუჯეტიც 1 მილიარდ ლარზე მეტია. ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მნიშვნელოვანი რა აქვს კალაძეს გასაკეთებელი? პიარში რომ 6 მილიონ ლარს დახარჯავ კაცი, რომ სოციალურ ქსელში ლაივი ჩართოს და შემდეგ ფაქტობრივად 4-ჯერ მეტი აქვს ავარიულ სახლებზე დასახარჯი, მის მიდგომებზე და მის დამოკიდებულებებზე მეტყველებს“. - ამბობს ხაბეიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ჩიქობავას ქუჩაზე, იტალიურ ეზოში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის აივანი ჩამოინგრა, რასაც 74 წლის ქალის სიცოცხლე შეეწირა.