ვოლოდიმირ ზელენსკისმ დემნა გვასალია უკრაინის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

29.08.22 12:45
ვოლოდიმირ ზელენსკისმ დემნა გვასალია უკრაინის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Balenciaga -ს კრეატიული დირექტორი, დიზაინერი დემნა გვასალია უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.

მსოფლიოში ცნობილი, ეროვნებით ქართველი დიზაინერი მესამე ხარისხის ორდენით სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი პირადი დამსახურებისთვის, უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მსოფლიოში უკრაინის სახელმწიფოს პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

დემნა გვასალია უკრაინის ფინანსური დახმარების ფონდის, United 24-ის ელჩიცაა. 

მსგავსი სიახლეები