"უნდოდა, ჩემი გაუპატიურება და მკვლელობა" - ახალქალაქის პოლიციის უფროსს პროკურატურაში უჩივიან
ახალქალაქის პოლიციის უფროსს პროკურატურაში უჩივიან. სამცხე-ჯავახეთიდან თბილისში ჩამოვიდა ქალი, ვინც ამტკიცებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი პოლიტიკური შეხედულებების გამო, გაუპატიურებით ემუქრებოდა. მისი თქმით, იყო გატაცების და მკვლელობის მცდელობაც.
ქალი ადგილობრივი ოპოზიონერი პოლიტიკოსის ცოლია.
დაზარალებულის მტკიცებით, ახალქალაქში პოლიციელები სექსუალური ხასიათის დანაშაულით სხვა ქალებსაც ემუქრებიან.
აქ მოვედი საჩივრით, რომ დაიწყოს გამოძიება და მსგავსი ძალადობის მსხვერპლი სხვა ქალები და ბავშვები არ გახდნენ. ადამიანი, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა, მანიაკია. ჩემი ინფორმაციით, ამ პოლიციის მხრიდან მუქარის მსხვერპლი სხვა ქალებიც იყვნენ, თუმცა მათ შუიშის გამო, ამაზე საუბარი არ შეუძლიათ.
2021 წლის 24 დეკემბერს, მან მე გამიტაცა, უნდოდა, ჩემი გაუპატიურება და მკვლელობა. მაქვს ყველა მტკიცენულება ამის დასამტკიცებლად. ამის შემდეგ მან ჩემს მეულეს მიწერა, რომ თუ ფაქტს გავახმაურებდით მოგვკლავდა ან ციხეში ჩაგვსვავდა. ამის გამო მეშინოდა და ვიყავი ჩუმად. ხმამაღლა ამაზე საუბარი, 24 აგვისტოს, მხოლოდ მას შემდეგ გადავიწყვიტე, რაც ჩემი ქამარი დააკავეს. მოვითხოვ ამ მოძალადის უმკაცრესად დასჯას. ვითხოვ შალვა ლომსაძე დააკავონ და მოიხადოს სასჯელი. მან პასუხი უნდა აგოს იმ მძიმე დანაშაულზე რაც ჩემი და ჩემი ოჯახის წინაშე ჩაიდინა. ის არამერტო მე, არამედ ჩემს შვილებსაც ემუქრებოდა"- განაცხადა ქალმა.
ქალის უფლებადამცველების დროს, სახეზეა არაერთი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.
გაუპატიურების მცდელობა, სექსუალური ძალადობა, გატაცება, თავისუფლების უკანონო შეზღუდვა. ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, ყველა პირის იდენთიფიცირებას, ვინც 2021 წლის 24 დეკემბრის ეპიზოდში და მის გატაცებაში მონაწილეობდა. მანქანაში იმყოფებოდა სამი პირი - ერთი თვითონ შალვა ლომსაძე, რომრლიც პოლიციის უფროსია და დანარჩენი ორი პიროვნების შესახებ ჩვენთვის უცნობია, კონკრეტულად რომელ უწყებებში მუშაობენ, მაგრამ ქალბატონი ირინა ფიქრობს, რომ ისინი პოლიციის თანამშრომლები არიან"- აღნიშნავს უფლებადამცველი.