დაძაბული ვითარება თბილისში - სახლიდან რვა სულიან ოჯახს ასახლებენ
ამ წუთებში დაძაბულია ვითარება ქეთევან წამებულის ქუჩაზე.
ერთ-ერთ საცხოვრებელთან აღსრულების ბიუროს თანამშრომლები არიან მობილიზებული და სახლიდან რვა სულიან ოჯახს ასახლებენ.
ხიჯაკაძეებს სახლს ვალის გადაუხდელობის გამო ართმევენ.
სოციალურად დაუცველებს ცოტა ხნის წინ სასწრაფოს დახმარებაც დასჭირდათ.
როგორც ხიჯაკაძე ამბობს, მევახშემ მისი საკუთრება თაღლითურად საკუთარ სახელზე გაიფორმა.
ხიჯაკაძემ 2006 წელს მევახშისგან 14 ათასი დოლარი აიღო ვალად, მისი გასტუმრება კი ჯერჯერბით ვერ მოახერხა.
„რა უფლება გაქვთ მე რომ მასახლებთ? იგივე მდგომარეობაში თქვენი ტავი წარმოიდგინეთ, რომ ბავშვთან ერთად, ცოლთან ერთად, შვილიშვილებთან ერთად ქუჩაში გტოვებენ“. - ამბობს ხიჯაკაძე.
ხიჯაკაძეები ასევე ამბობენ, რომ მევახშე მოლაპარაკებაზე არ მოდის და არც ერთ თანხაზე არ თანხმდება.